Skip to main content

მასტერკლასი: "AI — ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პროფესიული მასწავლებლისთვის: როგორ ამარტივებს AI სწავლების პროცესს"

ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით 2025 წლის 27 და 28 ოქტომბერს უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ზუგდიდის ცენტრში და პროფესიული განთლების სენაკის ცენტრში ჩატარდა მასტერკლასი: "AI — ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პროფესიული მასწავლებლისთვის: როგორ ამარტივებს AI სწავლების პროცესს"


მასტერკლასის მიზანი იყო პროფესიული მასწავლებლებისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების გაცნობა განათლების პროცესში; როგორ შეუძლიათ AI ინსტრუმენტების დახმარებით გაიმარტივონ გაკვეთილების დაგეგმვა, შეფასება და სასწავლო რესურსების შექმნა. შეხვედრა მოიცავდა რეალურ მაგალითებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და დისკუსიებს თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების შესახებ.